ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის გუნდმა 2024 წლის 5-12 აგვისტოს მონაწილეობა მიიღო 2024 წლის ჯესაპის რეგიონალურ საზაფხულო სკოლაში, ტანშკეტი, უზბეკეთის რესპუბლიკა.
რეგიონალური საზაფხულო სკოლის მთავარი მიზანია პოპულარიზაცია გაუწიოს ფ. ჯესაპის საერთაშორისო იმიტირებულ სასამრთლო პროცესსა და ხელი შეუწყოს სტუდენტების მოამზადებას. საზაფხულო სკოლაში ყოველწლიურად მონაწილეობენ უზბეკეთის, ყაზახეთის და ყირგიზეთის უნივერსიტეტების იურიდიული ფაკულტეტების სტუდენტები. სასიხარულოა, რომ თსუ პირველი ქართული უნივერსიტეტია, რომელის მიიწვიეს ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად.
საზაფხულო სკოლაში იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორი ეკა სირაძე მიწვეული იყო ლექტორად. მან სტუდენტებისთვის აქტუალურ და იმიტირებული პროცესისთვის მნიშვნელოვან საერთაშორისო სამართლებრივ საკითხებზე ოთხი ლექცია წაიკითხა და საზაფხულო სკოლის დასასრულს იმიტირებულ სასამართლო პროცესში მოსამართლის რანგში წარსდგა.
ასევე საზაფხულო სკოლაში ლექტორად და მოსამართლედ მიწვეული იყო თსუ იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის პროგრამის საბაკალავრო საფეხურის 2019 წლის გამოშვების წარმატებული კურსდამთავრებული - კონსტანტინე კოპალიანი, რომელიც “White&Case”-ის იურისტია და სპეციალიზდება საერთაშორისო არბიტრაჟში. იგი თავად მონაწილეობდა ჯესაპის იმიტირებული პროცესის საერთაშორისო ეტაპზე თსუ-ს სახელით 2019 წელს, დღეს კი ჯესაპის სხვადასხვა ქვეყნის ეროვნული და, მათ შორის, საერთაშორისო რაუნდების მოსამართლეა.
საზაფხულო სკოლაში მონაწილეობა მიიღეს სტუდენტებმა - თამარ კალანდიამ, (საერთაშორისო სამართლის პროგრამის მე-7 სემესტრის სტუდენტი), ელენე კაკულიამ (სამართლის პროგრამის მე-7 სემესტრის სტუდენტი), ასევე ნუცა ნადაშვილმა (საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის ასისტენტი და საერთაშორისო სამართლის პროგრამის კურსდამთავრებული). საზაფხულო სკოლა დასრულდა მინი იმიტირებული პროცესებით, სადაც ქართველმა სტუდნეტებმა წარმატებით იასპარეზეს.
ტაშკენტში ვიზიტის ფარგლებში თსუ-ს დელეგაცია შეხვდა ტაშკენტის სახელმწიფო იურიდიული უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და კორპორატიული კანონმდებლობის ფაკულტეტის დეკანს პროფესორ დილმორა უმარხანოვას. შეხვედრაზე დაიგეგმა მომავალი თანამშრომლობის გეგმები.
ასოცირებული პორფესორი ეკა სირაძემ, სტუდენტებტან ერთად, გამართა შეხვედრა მსოფლიო ეკონომიკისა და დილომატიის უნივერსიტეტში საერთაშორისო სამართლისა და საჯარო სამართლის ფაკულტეტთან. კერძოდ, ფაკულტეტის დეკანთან ასოცირებულ პროფესორ უმიდ იაკუბხოჯაევთან, იურიდიული კლინიკის ხელმძღვანელთან ზიიედულა უბაიდულაევთან და სტუდენტებთან. შეხვედრას ორგანიზება გაუკეთა ბ-ნა სამართლის დოქტორმა ამანლიკ გულიმოვმა, რომელიც თსუ-ს იურიდიულ ფაკულტეტთან და საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტთან დიდი ხანია თანამშრომლობს.
შეხვედრამ გულთბილ და კონსტრუქციულ გარემოში ჩაიარა. მხარეები შეთანხმდნენ შემდგომი თანამშრომლობის და ერთობლივი პროექტების მნიშვნელობაზე.
საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი დიდ მადლობას უხდის საზაფხულო სკოლის ორგანიზატორებს - სალიმონ იუსუპოვსა და ელმირა უსენოვას, ტაშკენტის სამართლის სახელმწიფო უნივერსიტეტს, მსოფლიო ეკონომიკისა და დილომატიის უნივერსიტეტსა და კონსტანტინე კოპალიანს.
თარიღი:
23/08/2024